logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი თაკო ჩარკვიანზე: აქამდე ვერ ხვდებოდა, რომ მხოლოდ მიშას დეგრადაციის ილუსტრაციად ვახსენებთ
- +

4 აგვისტო. 2022. 14:28

 

 

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის ფეისბუქ-სტატუსს ეხმიანება, სადაც ჩარკვიანი გიგა ბოკერიას განცხადების შესახებ წერს, რომლის თანახმად ბოკერიამ აღნიშნა, რომ  დღეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ სპიკერები არიან ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე, ეს მორალური კატასტროფაა.

 

ბოკერიას განცხადება თაკო ჩარკვიანმა კომპლიმენტად მიიღო და განაცხადა, რომ ამაზე დიდ ქათინაურს გიგა ბოკერია მას ვერ ეტყოდა:

 

თამარ ჩერგოლეიშვილი თაკო ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დეგრადაციის ილუსტრაციად ხსენების გარეშე თაკო ჩარკვიანი უინტერესოა.

 

„როგორ გახარებია. აქამდე ვერ ხვდებოდა, რომ მხოლოდ მიშას დეგრადაციის ილუსტრაციად ვახსენებთ და სხვა მხრივ, უინტერესოა“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner