ავტორი თეონა რამაზაშვილი
სოციალურ ქსელში გაზეთ „ქრონიკა +"-ის ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ მედიაჰოლდინგ„რეპორტიორის" მიმართ საყვედურნარევი სტატუსი გამოაქვეყნა, რაზეც „რეპორტიორის"გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა სოციალურ ქსელშივე გასცა პასუხი:
„ზაზა, ძალიან მოკლედ გეტყვი ჩემს სათქმელს და ცხოვრებაშიც გამოგადგება: სადაც შენი ცხვირის ჩასაყოფი არაა, ცხვირს ნუ ჩაჰყოფ იმ საქმეში! „რეპორტიორს" ჰყავს გუნდი, რომელსაც არც ეშლება არაფერი და გაცილებით უკეთ აკეთებენ საქმეს, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. რჩევა პირადში მოწერითაც არ იქნებოდა შენთვის ძნელი, როგორც ამას ძალიან ხშირად აკეთებდი (არაერთხელ გითხოვია შენივე მასალების შესწორება ჩემთვისაც) და გაცილებით უფრო აზრიანიც იქნებოდა, ვიდრე საჯარო სივრცეში ასე, „კედელ - კედელ" სიარული...
ჩვენ თავადგადავწყვეტთ, ვის „გავაპიარებთ" და ვის ფრაზას გავხდით სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნების ღირსად! შენს ნიუსებზეც არაერთხელ მიგვიღია მსგავსი სახის „დარიგებები", მაგრამ მაინც ხვდებოდი სააგენტოს გვერდებზე და ამის შემდეგ მაინც ნუღარ შეიწუხებ თავს მსგავსი „ბრძნული რჩევებით"! ჩემი თხოვნა იქნება ეს! დალოცვითაც ნუ შეიწუხებ თავს - მამაოს მანტია ჯერ არ ჩაგიცვამს...
და ერთიც: „რეპორტიორი" (და ზოგადად მედია - ჰოლდინგთა თუ მედიაგამოცემების სახელები) ბრჭყალებში იწერება... ჯერ დიდი გზა გაქვს ასავლელი ჟურნალიტიკის ციცაბო ფერდობზე და გული დამწყდება, ფეხი რომ დაგიცურდეს...
ამის ნიშნებს, გატყობ,უკვე დიდი ხანია...
P.S. მე არასდროს მივცემ თავს უფლებას, რომელიმე ჟურნალისტს (თუნდაც, - მეგობარს) რესპოდენტები ვურჩიო და ნურც შენ მოიკლავ ამის გამო თავს და შენს ასეთ სისულელეებზე ნუღარ „მომნიშნავ"! მამიდა ყველას ჰყავს და ვისაც ძალუძს - მოუაროს!"
აქვე გთავაზობთ გაზეთ „ქრონიკა +" -ის ჟურნალისტის ზაზა სვანაძის „ფეისბუკ-სტატუსსაც"...
ზაზა სვანაძე: „ნინო ჯღარკავა რომ ვინმეს თავგამოდებით აქებს ან ლანძღავს ეს რატომ ხდება რეპორტიორის და მარშალპრესის ინტერესის საგანი ? - მარშალპრეთან დაკავშირებით სადღაც მესმის; ოთო სტეფანიშვილი ახალგაზრდა ბიჭია და ჟურნალისტიკაში თავის დასამკვიდრებლად საინფორმაციო პოლიტიკის მთავარ ხაზში, ხელისუფლების ქებას და ოპოზიციის ნეგატიურად წარმოჩენას ემსახურება, მაგრამ აი რეპორტიორის ვერა გამიგია რა გიორგი მამაცაშვილი ყოველ დღე რატომ ასტატუსებთ ნინო ჯღარკავას ? დაგლოცავთ ამ წინასაარჩევნოდ და გეტყვით - მეტი უკეთესი ტოპ-რესპოდენტი არ გღირსებოდეთ გიორგი გამდოვდივარ რეპორტიორზე და ამ დედაკაცის პოსტების მხვდება თვალში - რაღაცას დოზა ხო აქვს თავისი ? პ.ს. ჩემი პირადი პოზიციაა ეს და მინდა, რომ გაგიზიარო. ნუ აკნინებთ რეპორტიორს ასეთი უავტორიტეტო ადამიანების პიარით!"