დღეს გაეროს ბავშვთა ფონდის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და კასპის მუნიციპალიტეტის პარტნიორობით, ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდმა“ კასპელი მოზარდებისთვის საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.
ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’ იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან ერთად, მოზარდებისთვის ახორციელებს მოხალისეობრივ საგანმანათლებლო პროექტს “საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის”.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატებები გაუზიარეს და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს, ასევე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო აქტივობებზე.
„ჰელფინგ ჰენდს“ და მის პროექტში კასპის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ჩართულობას და გააქტიურებას მხარს ვუჭერ. იმედია პროექტის ფარგლებში ერთობლივად სასარგებლო საქმიანობების განხორციელებას შეძლებთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.