უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრი ლუბინეცმა საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშს მანიპულაციური უწოდა.
„მივიჩნევ,რომ Amnesty International-ის ეს ანგარიში მანიპულაციურია და უპირატესობას ანიჭებს აგრესორი ქვეყნის და მისი პროპაგანდისტების ქმედებებს, ვიდრე ესმის უკრაინაში კონტექსტი - ქვეყანა, რომელიც თავდაცვით ომს აწარმოებს, საკუთარ მოსახლეობასა და საკუთარ სუვერენიტეტს იცავს“, - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.
უკრაინის ომბუდსმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა თავს იცავს იმ ქვეყნის თავდასხმისგან, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა შესაძლო ნორმას და აწამებს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას.
Amnesty International-მა თავის ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინული ჯარი სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.