logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთში სარეზერვო ჯარების განთავსება აჩვენებს, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის
- +

4 აგვისტო. 2022. 20:04

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთში სარეზერვო ჯარების განთავსება აჩვენებს, რომ ოფიციალური მოსკოვი მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.

 

მისივე თქმით, რუსეთი "ტერორისტებს შორის ნომერ პირველია" და დასძინა, რომ მოსკოვი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების გარდაუვალობას აცნობიერებს.

 

უკრაინის პირველმა პირმა გაეროს მოუწოდა, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნოს და გარიცხოს ის ორგანიზაციიდან მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოს რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა სავაჭრო ცენტრზე.

 

ამასთან, ზელენსკიმ რუსეთის მცდელობას, რომ აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადოს, "აბსურდული" უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner