ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ესტონეთის მთავრობამ 4 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე საბჭოთა ძეგლების საჯარო სივრციდან რაც შეიძლება მალე ჩამოხსნა გადაწყვიტა.
„მთავარი გადაწყვეტილია - საბჭოთა ძეგლები საჯარო სივრციდან უნდა ჩამოიხსნას და ამას გავაკეთებთ რაც შეიძლება მალე. კონკრეტული დრო დამოკიდებულია ადგილობრივი ხელისუფლების მზადყოფნასა და ლოგისტიკურ გეგმაზე, ამ ყველაფერში კერძო სექტორის მონაწილეობაც მნიშვნელოვანია
გასაგებია, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინაში იმოქმედა ჩვენს საზოგადოებაზე, რომელიც საბჭოთა ძეგლების წინააღმდეგია, ამიტომ მათი ამოღება საჯარო სივრციდან აუცილებელია დამატებითი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა კალასმა.
ესტონეთში 200-დან 400-მდე საბჭოთა დროინდელი ძეგლია.