რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ხვალ, სოჭში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავენ. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან აღნიშნულის მიზეზად თურქული მხარის განრიგი დაასახელა.
„ჩვენ ფაქტობრივად პრესკონფერენციისთვის მზად ვიყავით, მაგრამ თურქულ მხარეს ამისთვის დრო არ აქვს", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში შეხვედრას გამართავენ.
არსებული ინფორმაციით, დღის წესრიგში იქნება უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით ახლად დადებული შეთანხმება, ისევე როგორც, სირიაში ქურთების ძალების წინააღმდეგ თურქეთის ახალი შეტევა, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერა აქვს.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთ თვეში უკვე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს.