NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავდაცვის კომპანიებთან, რათა უკრაინისათვის იარაღისა და აღჭურვილობის დამატებითი მიწოდება უზრუნველყონ.
„ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვუწევთ [უკრაინას], მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და მოვემზადოთ გრძელვადიანი პერიოდისთვის“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
„ამიტომ, ჩვენ ასევე მჭიდრო კონტაქტი გვაქვს და მჭიდროდ ვმუშაობთ თავდაცვის ინდუსტრიასთან, რათა მეტი ვაწარმოოთ და მივაწოდოთ [უკრაინას] სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, იარაღი და შესაძლებლობები“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.