logo_geo
eng_logo
ბაიდენი: მოვუწოდებ რუსეთს, სასწრაფოდ გაათავისუფლოს ბრიტნი გრაინერი
- +

4 აგვისტო. 2022. 22:08

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის სასამართლოს მიერ ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრაინერისთვის 9 წლის მისჯას გამოეხმაურა.

 

მან რუსეთს ამერიკელის სასწრაფოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

 

„დღეს ამერიკის მოქალაქე ბრიტნი გრაინერს მიესაჯა პატიმრობა, რაც კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რაც უკვე იცოდა მსოფლიომ: რუსეთი არასწორად იქცევა. ეს მიუღებელია და მე მოვუწოდებ რუსეთს, სასწრაფოდ გაათავისუფლოს იგი, რათა ის დაბრუნდეს თავის საყვარელ მეუღლესთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან.

 

ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას, რათა ბრიტნი სახლში რაც შეიძლება მალე, უსაფრთხოდ დაბრუნდეს“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

გრაინერი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ღიად ლესბოსელი კალათბურთელია. 7 ივლისს, ბრიტნი გრაინერი სასამართლოს წინაშე დანაშაულის აღიარების გადაწყვეტილებით წარდგა, რასაც აშშ-სა და რუსეთს შორის მისი გადაცემის მოთხოვნით პოლიტიკური მოლაპარაკება უნდა გაემარტივებინა.

 

შემდეგ კი გრაინერმა თქვა, რომ კანაფი ბარგში შეცდომით იყო და მას არ ჰქონდა სურვილი რუსეთის კანონი განზრახ დაერღვია.

 

უცხოური მედია გრაინერის შესახებ წერს, რომ ის „დიპლომატიური მძევალია“ და ამას მოსკოვი სათავისოდ იყენებს.

 

„ბრიტნი მამაცობის მაგალითს გვაძლევს. მან გადაწყვიტა აეღო სრული პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე, რადგან იცის, რომ ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითია“, - ნათქვამია ადვოკატთა განცხადებაში.

 

31 წლის გრაინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner