logo_geo
eng_logo
ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

4 აგვისტო. 2022. 22:29

 

 

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.

 

ავარიის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვი კი მძიმედ დაშავდა. მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner