logo_geo
eng_logo
მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, აშშ-ის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- +

4 აგვისტო. 2022. 23:12

 

 

მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, აშშ-ის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

 

აღნიშნული ნაბიჯი ფედერალურ მთავრობას საშუალებას აძლევს გააძლიეროს ვირუსზე რეაგირების ზომები მარეგულირებელი ბარიერების გარეშე.

 

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებთ. ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ ამერიკელს, სერიოზულად მოეკიდოს მაიმუნის ყვავილის ვირუსს და აიღოს პასუხისმგებლობა და დაგვეხმაროს ამ ვირუსის დაძლევაში“, - განაცხადა აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ხავიერ ბესერამ.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში დღემდე მაიმუნის ყვავილის 6 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

23 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქების შესახებ მაისში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner