logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ აფრიკის ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, არ უმასპინძლონ თავიანთ ქვეყნებში რუს ოფიციალურ პირებს
- +

4 აგვისტო. 2022. 23:31

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აფრიკის ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, არ უმასპინძლონ თავიანთ ქვეყნებში რუს ოფიციალურ პირებს.

 

„არ შეიძლება რუსეთიდან ოფიციალური პირების მიღება, რომლებიც მოდიან და თავს მშვიდობის ადამიანებად აჩვენებენ. თქვენთან მოდიან, რადგან სხვაგან არსად მიესალმებიან მათ. თქვენთან მოდიან, რადგან თქვენს კონტინენტზე ომს არ აწარმოებენ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის იზოლაცია სწორი ნაბიჯია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner