საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა, ანიეს კალამარმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში უკრაინული და რუსული ბოტები და ტროლები ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს უტევენ.
„სოციალურ ქსელებში უკრაინული და რუსული ბოტები და ტროლები: ისინი დღეს Amnesty International-ის გამოძიებას უტევენ. ამას ჰქვია ომის პროპაგანდა, დეზინფორმაცია. ეს ჩვენს მიუკერძოებლობაზე გავლენას არ მოახდენს და არ შეცვლის ფაქტებს“, - აღნიშნა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.