თბილისის საქალაქო სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს ზაზა სურმავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ სურმავას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე დაკავებულისთვის 3 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდების ინფორმაციით, ზაზა სურმავამ მოქალაქეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანაში გაუწია დახმარება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში დახმარების ბრალდებით დააკავეს.