„რუსი დამპყრობლები ასრულებენ ჯგუფის ფორმირებას ხერსონის მიმართულებით, მათი ამოცანები შეიძლება იყოს ნიკოლაევის, კრივოი-როგისკენ ლაშქრობა ან უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების შეჩერება ნიკოლაევ-ხერსონის გზატკეცილის მიდამოში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსებს ხერსონზე შესატევად საკმარისი რესურსი არ აქვთ.
„დამპყრობლები, რომლებიც ხერსონის მიმართულებით არიან განლაგებული, სიკვდილისთვის განწირული და ფაქტობრივად თვითმკვლელები არიან. მე თანავუგრძნობ მათ, როგორც ადამიანებს, მაგრამ არა როგორც სამხედროებს.
მტერს არ აქვს რესურსი სამხრეთში შეტევისთვის. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული დარტყმები დნეპრის გადაღმა ხიდებზე“, - განაცხადა არესტოვიჩმა.