logo_geo
eng_logo
ჩინეთის სამხედრო წვრთნების შედეგად, სამხრეთ კორეამ ტაივანში ფრენები დროებით გააუქმა
- +

5 აგვისტო. 2022. 01:16

 

 

 

ჩინეთის სამხედრო წვრთნების შედეგად, სამხრეთ კორეამ ტაივანში ფრენები დროებით გააუქმა.

 

ადგილობრივი კორეული მედიის ცნობით, ავიაკომპანია Korean Air-მა ფრენები ქალაქ ინჩხონსა და ტაივანის კუნძულს შორის პარასკევს და შაბათს გააუქმა.

 

ასევე, ამავე ავიახაზებმა კვირა დღეს ფრენების განრიგი ერთი საათით გადადო.

 

ტაივანში პარასკევის ფრენა გააუქმა ავიაკომპანიამ Asiana-მაც.

 

როგორ მედია წერს, სამხრეთ კორეის გარდა, სინგაპურის თვითმფრინავებიც ერიდებიან იმ საჰაერო სივრცეს, რომელზეც გავლენას ჩინეთის სამხედრო წვრთნები ახდენს.

 

სინგაპურის სამოქალაქო ავიაციის უწყების ცნობით, ჩინეთმა სამშაბათს პილოტებისთვის შეტყობინება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამხედრო წვრთნების გამო, ხუთშაბათიდან კვირამდე პერიოდში, გარკვეულ სივრცეში, აკრძალულია საჰაერო ხომალდების ფრენა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner