ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რაც კომუნალური და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე ასევე განხორციელდება გაზიფიცირება და ინტერნეტიზაცია, გარე-განათების სისტემის, სანიაღვრე არხის მოწყობა.
აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში გზების მშენებლობა-მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13,6 მლნ ლარია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარეობს 10-მდე გზის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები.
ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში 90 ჰა ფართობის მიწის ფართობზე საწარმოების მოწყობა მიმდინარეობს. იგეგმება 75 მლნ ლარის კერძო ინვესტიციის განხორციელება, რითაც 1 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება. 25 საინვესტიციო პროექტი უკვე მიმდინარეობს.