ბიზნესმენმა უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციული მოძრაობას“ სასამართლო დავა მოუგო. მისი სარჩელი მოსამართლე გოჩა დიდავამ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ხელმძღვანელ პირებს ვასო ურუშაძეს და ლაშა ფარულავას მედიაში უჩა მამაცაშვილზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და თანხის - 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.