logo_geo
eng_logo
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, 150-მდე ოჯახისთვის ორი სოციალური სახლი აშენდება
- +

5 აგვისტო. 2022. 15:13

 

 

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით,  150-მდე ოჯახისთვის ორი სოციალური სახლი აშენდება. მისივე განცხადებით, ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლების მშენებლობის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. პროექტის ფარგლებში აშენდება ორი რვასართულიანი კორპუსი და საცხოვრებელი ფართებით 150-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. პროექტი ითვალისწინებს ბინების სრულ კეთილმოწყობას.

 

კორპუსები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი, ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონი.

 

სატენდერო თანხა 33 097 204 ლარს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner