logo_geo
eng_logo
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საწარმო „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა
- +

5 აგვისტო. 2022. 15:55

 

 

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, კიდევ ერთი ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო - „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა.

 

გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

 

საწარმო, რომელიც თბილისში მდებარეობს, მეტალის უჯრედულ შეკიდულ ჭერებს აწარმოებს.  „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 170 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო, ხოლო პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 450 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე 16 ადამიანია დასაქმებული, თუმცა კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მომავალში სამუშაო ადგილების გაზრდას გეგმავენ.

 

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ამ ეტაპზე სააგენტოს პროგრამების ფარგლებში ჯამურად 1500-ზე მეტი პროექტია მხარდაჭერილი და სხვადასხვა პროგრამებით 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფაა განხორციელებული. „როლფ ჯორჯია“  ერთ-ერთი ასეთი საწარმოა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა.  მნიშვნელოვანია, რომ კომპანია წლების განმავლობაში ახორციელებდა ამ პროდუქციის იმპორტს საქართველოს ბაზარზე, თუმცა დღეს უკვე აქვს პოტენციალი, გავიდეს საექსპორტო ბაზრებზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner