თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით სოჭში ჩავიდა, სადაც ის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
თურქული მედიის ცნობით, ლიდერები ორმხრივი შეხვედრისას რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, ასევე დაესწრებიან დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას.
განსახილველ თემებს შორის იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი, სირიის კრიზისი და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი. ეს ბოლო ორ კვირაში პრეზიდენტებს შორის გამართული უკვე მეორე შეხვედრაა.