logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: თამარა კინწურაშვილს ცოდვად მარტო პაატა ლომსაძის ტელევიზიიდან გაშვება ეყოფა...
- +

5 აგვისტო. 2022. 18:21

 

 

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„თამარა კინწურაშვილს ცოდვად მარტო  პაატა ლომსაძის ტელევიზიიდან გაშვება ეყოფა...

 

ზეპირად ვიცი, როგორი შინაარსის განცხადება დაუწერა პაატამ და როგორ სთხოვდა „უმორჩილესად გთხოვთ, შეხვიდეთ ჩემს მდგომარეობაში, მყავს პენსიონერი დედა(ლუიზა, ზიზი ლომსაძე), რომელიც საპენსიო ასაკამდე, საქართველოს ტელევიზიას დაარსების დღიდან ემსახურებოდა!

 

ვარ  ომის ვეტერანი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იარაღითაც ვიბრძოდი, დავიჭერი ფეხში და მე 2 ჯგუფის ინვალიდის მოწმობას, განცხადებას თან ვურთავ!

 

დედაჩემის პენსია საარსებო მინიმუმსაც ვერ უზრუნველყოფს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ - ჩვენი ოჯახის მცირე შემოსავლით, ქუჩისთვის  გვწირავთ!

 

აგრეთვე მაქვს სამომხმარებლო სესხი „თიბისი ბანკიდან“, რომლის დაფარვამდე სულ რაღაც 5 თვე დამრჩა და იქნებ დამდოთ პატივი, ვალის გასტუმრებამდე დამტოვოთ სამსახურში, სადაც  მოსვლა მიხარია...

 

წინასწარ გიხდით მადლობას, რადგან ვიცი, შეხვალთ ჩემს მდგომარეობაში“...

 

არ გაითვალისწინა, არა და ამის შემდეგ ისე დაუმძიმდა ჯანმრთელობა, მალევე წავიდა იქ, სადაც უფალი არჩევს სიკეთისა და ბოროტების ულმობელ საქმეებს!

 

დღეს 5 აგვისტოს საქართველოს ტელევიზიის ხმის რეჟისორი პაატა ლომსაძის დაბადების დღეა!

 

ვინც მას იცნობდა, დამეთანხმება, რომ მისგან ნაწყენი, კაცი არ დადის საქართველოში! იმაშიც დამეთხმებიან, რომ ჩვენი პაატა წიგნიერი, ზრდილი, მართალი ადამიანი და კარგი მეგობარი იყო....

 

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ჩვენს პაატას! მის დედას ზიზი ლომსაძეს, რომელიც ასევე ძალიან უყვარდათ ჩვენს ტელევიზიაში!(მე და ირმა ინაშვილმა დავასაფლავეთ ზიზი დეიდა).

 

მათ საფლავებს მე ვუვლი, ასე ინება განგებამ, რისთვისაც მადლიერი ვარ...“ - წერს ირინა გოგოსაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner