logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი თეონა აქუბარდიას განცხადებაზე: ევროპული პერსპექტივა რომ არ „გახსენდება“, ეს სუბიექტუობას კი არა, საბოტაჟურ დეზინფორმირებას ნიშნავს
- +

5 აგვისტო. 2022. 19:28

 

 

„ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ყოველწლიურ საკომისიო ანგარიშებს რომ არ ეცნობი, ეს სუბიექტურობას კი არა, საბოტაჟურ დეზინფორმირებას ნიშნავს“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ქართველიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის თეონა აქუბარდიას ფეისბუკსტატუსს, რომლის თანახმად აქუბარდია სვამს შეკითხვას, საგარეო ასპარეზზე 2019 წლიდან რომელი წარმატება ახსენდება საზოგადოებას და იქვე პასუხობს, რომ პირადად მას ახსენდება ყარაბაღის ომის შემდეგ შუამავლის როლი, რაშიც, მისივე თქმით, ლომის წვლილი ამერიკელებმა შეიტანეს.

 

„არა და ახალგაზრდა ქალბატონია, რა დროს მისი დემეციაა. თუმცა არასწორმა პოლიტიკურმა არჩევანმა იცისო, ამბობენ. 2019 წლიდან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ყოველწლიურ საკომისიო განხილვა/ანგარიშებს რომ არ ეცნობი, საქართველოსთვის „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭებაზე არაფერი გსმენია, როტშილდების საფინანსო იმპერიის შემოსვლას ქვეყანაში „კრემლის პოლიტიკასთან“ აიგივებ, საქართველოსთან მიმართებაში NATO-ს მადრიდის სამიტის შედეგებს არ გაცნობიხარ, აშშ-ს კონგრესის ორპარტიულ მხარდამჭერ აქტს „ისე რა“ უყურებ - ეს სუბიექტურობას კი არა, საბოტაჟურ დეზინფორმირებას ნიშნავს. ნუ, ან - დემენციას, რაც სამწუხაროა ესოდენ ახალგაზრდა ასაკში“, - წერს ქართველიშვილი ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner