logo_geo
eng_logo
ისრაელის პრემიერი: ნებისმიერმა, ვინც ცდილობს ისრაელს ზიანი მიაყენოს, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ მივწვდებით
- +

5 აგვისტო. 2022. 19:54

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, იაირ ლაპიდი და თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციაზე.

 

„ისრაელის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციებს ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ქალაქებში დღის წესრიგის დაწესებისა და ისრაელის მოქალაქეების მიმართ მუქარის საშუალებას არ მისცემს. ნებისმიერმა, ვინც ცდილობს ისრაელს ზიანი მიაყენოს, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ მივწვდებით. ისრაელის უსაფრთხოების ძალები იმოქმედებენ „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტების წინააღმდეგ, რათა აღმოფხვრან საფრთხე ისრაელის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა.

 

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა აღნიშნა, რომ ისრაელი არავის მისცემს უფლებას დაემუქროს ან ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს.

 

პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ პირდაპირი მუქარის შემდეგ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია დაიწყეს.

 

ტერორისტული დაჯგუფება ისრაელს თავდასხმით ემუქრებოდა „დასავლეთ სანაპიროზე“ მისი ლიდერის დაპატიმრების საპასუხოდ.

 

ღაზის სექტორში ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური, ტაისირ ჯაბარი გაანადგურა.

 

როგორც ისრაელური მედია იუწყება, საჰაერო დარტყმების შედეგად, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია 20-მდე ტერორისტი.

 

ისრაელის არმია ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეებზე დარტყმას ავიაციისა და დრონების მეშვეობით ახორციელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner