logo_geo
eng_logo
Bloomberg: რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ერდოღანის შუამავლობა სურს
- +

5 აგვისტო. 2022. 19:56

 

 

„მოსკოვი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს ხვდება, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში უყურებს როგორც პოტენციურ შუამავალს“, - ამის შესახებ უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.

 

კრემლთან დაახლოებული ორი წყაროს ცნობით, თურქეთი დიდი ხანია დაჟინებით მოითხოვს შუამავლის როლს უკრაინის მშვიდობიანი მოლაპარაკების საქმეში. ეგრეთ წოდებული მარცვლეულის გატანის შესახებ შეთანხმების დადებამ, რისთვისაც პუტინმა პარასკევს ერდოღანს პირადად მადლობა გადაუხადა, შესაძლოა ვითარება შეცვალოს.

 

„მიუხედავად ამისა, რუსეთს ჯერ არ შეუმსუბუქებია თავისი პირობები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით და ჩიხში ჩავარდნილი სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან მიმართებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლდეს“, - აცხადებს წყარო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner