ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ გაერთიანებული სამეფოს სანაპირო ზოლთან ახლოს თევზმჭერი გემის ბორტზე თითქმის ერთი ტონა კოკაინი აღმოაჩინა.
„BBC"-ს ინფორმაციით, ნარკოტიკების მიახლოებითი ღირებულება შავ ბაზარზე 100 მილიონ დოლარს შეადგენს. სანაპირო დაცვის წარმომადგენლის განმარტებით, გემი ბრიტანეთისკენ მიემართებოდა. ეკიპაჟის სამივე წევრი ამ დროისთვის დაკავებულია.
„ეს ნარკოტიკების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიაა, რომლის კონფისკაციაც გაერთიანებულ სამეფოში მოხდა", - განაცხადა სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა მაიკ სტეპნიმ.