logo_geo
eng_logo
Reuters: აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფს
- +

6 აგვისტო. 2022. 00:05

 

 

აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია დახმარების ახალ პაკეტს 8 აგვისტოს გამოაცხადებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ აშშ-სგან 8.8 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.

 

როგორც წყაროები აცხადებენ, დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner