აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია დახმარების ახალ პაკეტს 8 აგვისტოს გამოაცხადებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ აშშ-სგან 8.8 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.
როგორც წყაროები აცხადებენ, დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის.