ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ყარაბაღში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილა.
„რეგიონში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, ცალკე-ცალკე სატელეფონო ზარები მქონდა პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან", - დაწერა მიშელმა „ტვიტერზე“.
მისივე განცხადებით, ერთობლივად მუშაობენ დეესკალაციისა და ღია კავშირების უზრუნველსაყოფად.
„ბრიუსელში ჩვენი მომავალი შეხვედრის წინ, მთავარია დიალოგი და კონკრეტული პროგრესის მიღწევა დღის წესრიგის ყველა საკითხზე“, - დასძინა მიშელმა.