logo_geo
eng_logo
ფილიპინებმა შესაძლოა გაერო დატოვოს
- +

21 აგვისტო. 2016. 13:41


 

„BBC" იუწყება, რომ ფილიპინები შესაძლოა გაეროდან გამოვიდეს. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე აკეთებს.


ფილიპინების პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერომ მისი ხელისუფლება საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.



გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ანეს კალამარის განმარტებით, რომელიც სასამართლო პროცესის გვერდის ავლით სიკვდილის განაჩენის პრობლემაზე მუშაობს, როდრიგო დუტერტეს მოწოდება ნარკოტიკების მოხმარება-გავრცელებაში ეჭვმიტანილი ყველა ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ, გადაჭარბებული და უპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელიც დანაშაულის ტოლფასია.



ფილიპინების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი სისულელეების მოსმენას ამჯობინებს გაერო დატოვოს. დუტერტემ გაერო უმოქმედობასა და სირიასა და ერაყში არსებული საომარი ვითარების მოუგვარებლობაში დაადანაშაულა.



გაეროს ინფორმაციით, დუტერტეს პრეზიდენტობის განმავლობაში 800-ზე მეტი ადამიანი  ნარკოტიკებით მოვაჭრეების წინააღმდეგ სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად მოკლეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner