logo_geo
eng_logo
ხორვატიაში ავტობუსი, რომელსაც მომლოცველები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა. არის მსხვერპლი
- +

6 აგვისტო. 2022. 19:07

 

 

ხორვატიაში, ავტობუსის გზიდან გადასვლის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ავტობუსის მგზავრები პოლონელი მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოსნიაში მდებარე კათოლიკურ სალოცავისკენ მგზავრობდნენ. გადარჩა 32 მგზავრი, თუმცა ყველა მათგანი დაშავებულია, 19 მძიმედ.

 

ავტოკატასტროფის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner