ხორვატიაში, ავტობუსის გზიდან გადასვლის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ავტობუსის მგზავრები პოლონელი მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოსნიაში მდებარე კათოლიკურ სალოცავისკენ მგზავრობდნენ. გადარჩა 32 მგზავრი, თუმცა ყველა მათგანი დაშავებულია, 19 მძიმედ.
ავტოკატასტროფის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.