logo_geo
eng_logo
ბაადურ წულაძე: ყოველგვარი რასობრივი, სქესობრივი და ასაკობრივი კვოტა ჩემთვის მიუღებელია!
- +

9 მარტი. 2016. 02:16



ვინც არის ღირსი ის უნდა იყოს პარლამენტში, რა მნიშვნელობა აქვს ქალი არის თუ კაცი" - განაცხადა მსახიობმა ბაადურ წულაძემ გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში გენდერულ თანასწორობაზე და ქალტა მიმართ ძალაბოდაზე საუბრისას.

 

 

„ძალადობა არც ქალზე შეიძლება, არც კაცზე, არც ბავშვზე და არც ცხოველზე. ძალადობა საერთოდ დაუშვებელია!

 

ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას. ძალადობა ყველაზე პრიმიტიული რამ არის, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს.

 

ყველა სფეროში, ეს იქნება პოლიტიკა, მეცნიერება, თუ სხვა განხრა, უნდა იყოს ადამიანი, რომელიც პროფესიონალია. კვოტები ჩვენ გვახსოვს, საბჭოთა კავშირში არსებობდა, თუ რამდენი ქალი და კაცი უნდა ყოფილიყო პარლამენტში. ყველაფერში იყო კვოტები, ეს ჩემთვის ცოტა ხელოვნურია. სქესს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა.

 

 

ყოველგვარი რასობრივი, სქესობრივი და ასაკობრივი კვოტა ჩემთვის მიუღებელია!"- განაცხადა წულაძემ.  


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner