„ხერსონის ოლქის დაკარგვა ოკუპანტებისთვის დიდი პოლიტიკური მარცხი იქნება, ამიტომ ისინი მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებენ ტერიტორიების შესანარჩუნებლად“, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ განაცხადა.
„ხერსონის ოლქი მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეეცდებიან მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენონ ამ ტერიტორიების შესანარჩუნებლად. მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები იქ ძალიან მაგრად მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მთლიანად დეოკუპირებული იქნება, მოთმინებაა საჭირო“, - აცხადებს ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე.
სობოლევსკიმ აღნიშნა, რომ ოკუპანტებს ხერსონის ოლქში ძალიან დიდი მსხვერპლი ჰყავდათ, პერსონალი კი სრულიად დემორალიზებული იყო.
მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ესმის რუსი დამპყრობლების საუბარი, რომ როგორც კი დაიწყება უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევა, ისინი უბრალოდ გაიქცევიან.