ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს. ის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რუსეთის სამხედრო მოქმედებებს გმობს და მათ ბირთვული წესების უპასუხისმგებლო დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბორელმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო მოქმედებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ. ეს ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული და უპასუხისმგებლო დარღვევაა და რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული წესების უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს წვდომა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.