საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი სამცხე ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრის დროს ცენტრალურო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მათ შორის პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ პროექტ განახლებულ რეგიონებზე ისაუბრეს. რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მერებისგან და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან ქალაქებში და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე პირადად მიიღო ინფორმაცია.
ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით რეგიონების განვითარება ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტია,მიმდინარე წელს სამცხე ჯავახეთის რეგიონში 479 პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.