„თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი გარდაიცვალა“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაღუპულთა შორის არიან 76 და 75 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ვაშინგტონში ქორწინების 56-ე იუბილეს აღსანიშნავად ჩავიდნენ. ასევე დაღუპულია 29 წლის კაცი. კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება მეოთხე დაშავებულიც.
აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყოველ წელს ამერიკაში დაახლოებით 40 მილიონი მეხი ეცემა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ მეხი ადამიანს დაეცეს დაბალია. დაშავებულები 90%-ის გადარჩენა კი ხერხდება.