logo_geo
eng_logo
თეთრ სახლთან მეხის დაცემის შედეგად დაშავებული 4 პირიდან 3 გარდაიცვალა
- +

6 აგვისტო. 2022. 21:23

 

 

თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

დაღუპულთა შორის არიან 76 და 75 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც  ვაშინგტონში ქორწინების 56-ე იუბილეს აღსანიშნავად ჩავიდნენ. ასევე დაღუპულია 29 წლის კაცი. კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება მეოთხე დაშავებულიც.

 

აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყოველ წელს ამერიკაში დაახლოებით 40 მილიონი მეხი ეცემა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ მეხი ადამიანს დაეცეს დაბალია. დაშავებულები 90%-ის გადარჩენა კი ხერხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner