უკრაინის შეიარაღებული ძალები ემზადებიან სამხრეთით კონტრშეტევაზე გასასვლელად, რის გამოც ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი განცხადება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა.
„ჩვენ ვემზადებით კონტრშეტევისთვის. ჩვენი არმია კიდევ ერთხელ ითხოვს დახმარებას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“, - აცხადებს ვერეშჩუკი.
ვერეშჩუკის თქმით, ამ ტერიტორიებს ყოველდღიურად 1000-1200 ადამიანი ტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი ყურს უგდებს მოწოდებებს.
მანამდე სამხედრო ექსპერტი ჟდანოვი აცხადებდა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, სავარაუდოდ, კონტრშეტევისთვის ლოდინი მოუწევთ დასავლური იარაღის მცირე მოცულობის გამო.