logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლებში გადაიხდის
- +

6 აგვისტო. 2022. 22:52

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლებში გადაიხდის. ინფორმაციას უკრაინული მედია  თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

კითხვაზე, შეთანხმდნენ თუ არა თურქეთისა და რუსეთის ლიდერები ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ახალ შეთანხმებაზე, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს ინვესტიცია განახორციელოს მის ეკონომიკაში.

 

დისკუსიის გაგრძელების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ის დათანხმდა რუსული გაზის რუბლებში გადახდას.

 

„ჩვენ შევთანხმდით პუტინთან რუბლებში გადახდაზე (ბუნებრივი გაზის ვაჭრობაში). იმედი მაქვს, ეს ორივე მხარეს ფინანსურ სარგებელს მოუტანს“, - აღნიშნა ერდოღანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner