ნიგერიაში მცხოვრები მუჰამედ მუსტაფა ჯერ მხოლოდ 6 წლისაა და მას უკვე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის ტიტული აქვს. მუჰამედ მუსტაფა თვითმფრინავს, უამრავ ვილასა და ლამბორჯინის ძვირადღირებულ მოდელებს ფლობს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მუსტაფა ნიგერიელი მულტიმილიონერის ისმაილა მუსტაფას შვილია. 6 წლის მილიარდერის ფოტოები ინტერნეტში ძალიან პოპულარულია.