logo_geo
eng_logo
კუბაზე ნავთობსაცავზე მეხის დაცემით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ
- +

6 აგვისტო. 2022. 23:43

 

 

კუბაზე ნავთობის რეზერვუარს მეხი დაეცა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ მატანზასის მახლობლად ღამე მოხდა, დილისთვის კი ცეცხლმა ნავთობის მეორე რეზერვუარს მიაღწია. 17 მეხანძრე, რომლებიც ხანძრის გავრცელების შეჩერებას ცდილობდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად გამოაცხადეს. ამასთან, დაშავებულია 77 ადამიანი, 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

ახლომდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner