logo_geo
eng_logo
თურქეთიდან გემი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად დასატვირთად ჩავიდა
- +

6 აგვისტო. 2022. 23:48

 

 

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში პირველი სატვირთო გემი შევიდა, - უკრაინული მედიის ცნობით ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

 

„სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, დღეს პირველად შემოვიდა გემი დასატვირთად ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი გადამზიდი FULMAR S. უკვე შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ მარცვლეულის დერეფანი ამუშავდა უკრაინის პორტებში შესვლისა და გასვლისთვის. ეს მნიშვნელოვანი საბაზრო სიგნალია იმისა, რომ მარცვლეულის ინიციატივა არის უსაფრთხო და რაც მთავარია, მოგებიანი ბიზნესს შესაძლებლობა გემთმფლობელებისთვის უკრაინის პორტებში დასაბრუნებლად“,-  დასძინა კუბრაკოვმა.

 

როგორც ცნობილია, სატვირთო გემმა 10 დღეზე მეტი ხნის წინ დატოვა თურქეთის პორტი BANDIRMA. 2 აგვისტომდე გემი იდგა თურქეთის პორტ PENDIK-ში, შემდეგ კი, 5 აგვისტომდე ბოსფორის სრუტეში, საიდანაც გუშინ ჩერნომორსკის პორტის მიმართულებით დაიძრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner