logo_geo
eng_logo
თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს
- +

6 აგვისტო. 2022. 23:53

 

 

 

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს.

 

ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდა და მათი მიზანი ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდაა.

 

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის რუსული რუბლით ვაჭრობის შესახებ.

 

„ჩვენ პუტინთან შევთანხმდით რუბლზე. ასევე არის რუსეთის გადახდის სისტემა „მირი“. ამჟამად ჩვენი ხუთი ბანკი მუშაობს ამაზე. აქაც მნიშვნელოვანი წინსვლაა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კომფორტული პროცესია რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. ამით ისინი შეძლებენ საყიდლებზე სიარულს და სასტუმროს ხარჯების გადახდას“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner