საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ამ კაცმა - არჩილ გვენცაძემ მარჯანიშვილის თეატრთან არსებული უნივერმაღის წინ რიგში 1946 წელს შეამჩნია რიგში მდგარი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გამომწვევად ეცვა( ტრუსი არ ცმია კაბის ქვეშ). მიეჭრა და ქმრის გვერდით გაუპატიურება სცადა, სხვა ინფორმაციით გააუპატიურა. ქმარი ვერ დახმარებია. დაიჭირეს არჩილა. სასამართლოზე სერიოზული სასჯელი ელოდა. პლეხანოვის ამფსონებმა მაგარი ადვოკატი დაუქირავეს. დატრიალდა ადვოკატი და გაუგია, რომ ქმარს ცოლი უცემია და სახლიდან გაუგდია.
ხოდა სასამართლოზე რომ კითხეს არჩილს-იცნობდი თუ არა ამ ქალსო-სიმართლე უთქვამს-არაო. ქალი შემოუყვანიათ და ქალმა მოიტყვილა-ვუყვარდიო, მერე მე სხვას გავყევი ცოლადო. ერთი წელი მიუციათ ციხე. ციხეში მისულა ქალი სანახავად, არჩილ, შენ ქალმა მოგაკითხაო, შეუყვანიათ შეხვედრის ოთახში და არჩილას უთქვამს-მოაშორეთ ეს ნაბოზარიო.
ხოდა იმ ტერიტორიაზე მეორედ მოხდა სამარცხვინო ამბავი. არ დაიწყოთ ახლა ამ ძველი ამბის განხილვა. მიწაში არიან ყველანი. ვწერ იმიტომ, რომ არ დაიწყოთ, ქართველები გავირყვენითო. ვიყავით და ვართ და ვიქნებით. ზოგი წესიერი, ზოგი უწესო. ბოლოს მიწა შეგვჭამს ყველას.
P.s. გვენცაძე არჩილს ერთი დღე არ უმუშავია, ასე ამბობდა: მიყვარს როდინის ხმა და მეზიზღება საყვირისო, ერთი მამცნობს, რომ სადღაც ქეიფი იქნება და მეორე მუშაობასო.
ერთი ამბავიც: პლეხანოვზე რესტორანში ფულიან ტიპს რომ ნახავდა, ეუბნებოდა: იცი ვინ ვარო? შენ შახ-აბაზისათვის გისვრიაო? გაოგნებულები უყურებდნენ, მე მისვრიაო, საბუთსაც მოგცემ, მარა ჯერ დამენიზლავე, თუ საბუთს განახებ, შარაფი უნდა იკისროო. დაუძრობდა ცნობას, სადაც ეწერა: გაუბახტში ჩაჯენა ერთი კვირით, თეირანში "ზა სტრელბუ ირანსკოგო შახა აბაზა". ძეგლისთის უსვრია თეირანში 1943 წელს, ჯარში გაუწვევიათ და ირანში მოხვდა.
ასე ამბობდა, ...ში ძალა რომ არ მექნება, თავს მოვიკლავო. მართლაც თავი მოიკლა 1980 წელს. ბორჯომში გადახტა მტკვარში. 62 წლის იყო“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.