logo_geo
eng_logo
აჭარის პროკურატურამ ურეკში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

7 აგვისტო. 2022. 01:16

 

 

აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ოზურგეთის რაიონის, დაბა ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 

„6 აგვისტოს დაახლოებით 11:30 საათზე, დაბა ურეკში, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი ბ. გ, თავისი მართვის ქვეშ მყოფი Hyundai Elantra-ს მარკის ა/მანქანით შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner