logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: 80 წლის იუბილეს ვულოცავ გამორჩეულ მხატვარს რადიშ თორდიას
- +

21 აგვისტო. 2016. 14:03



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ ფერმწერსა და საქართველოს სახალხო მხატვარს რადიშ თორდიას 80 წლის იუბილეს ულოცავს. პრემიერი მხატვარს დღეგრძელობასა და მხნეობას უსურვებს.


„80 წლის იუბილეს ვულოცავ ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ მხატვარს - რადიშ თორდიას.

 

სისადავით გამორჩეული მისი ტილოები საოცარი ემოციით მუხტავს ადამიანს. რადიშ თორდიას ფერწერა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპის დიდი ქალაქების საგამოფენო დარბაზებში. ამ აღიარებით მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში.

 

მთელი გულით ვუსურვებ ბატონ რადიშს დღეგრძელობასა და მხნეობას", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner