„რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე კაცია.