საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს.
როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველოს გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
„1801, 1921, 1992, 2008 – ეს არის თარიღები, რომლებიც თითოეულ ქართველს მუდმივად ახსოვს. ისინი ასახავს რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას. საქართველოს გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ფიქრებით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთისა და ცხინვალის მოქალაქეებთან ვარ“, – წერს ზურაბიშვილი.