„მოვიდა 7 აგვისტო და დაიწყეს დილიდან სტატიები, ინტერვიუები, მუხათგვერდში 7-ში უნდა გავიდეთ, თუ 8-ში?! თქვენ ამ საკითხში შეთანხმება რომ გინდოდეთ, როგორც კამერების წინ ამბობთ, დასხდებოდით მთავრობასთან წლების წინ, როცა სააკაშვილმა გასვლის თარიღი პირველად დაარღვია, და შეჯერდებოდით. თუმცა თქვენ სპექტაკლების დადგმა გჭირდებათ“, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რასაც „ნაცმოძრაობა“ ყოველ 7 აგვისტოს აკეთებს, ზუსტად ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში, რადგან საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ ვიცავთ ვერსიას - ომი დაიწყო რუსეთმა 7 აგვისტომდე.
სალუქვაძეს კითხვები აქვს წინა ხელისუფლების იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც დღეს ისევ ხმაურობენ.
„მოვიდა 7 აგვისტო და დაიწყეს დილიდან სტატიები, ინტერვიუები, მუხათგვერდში 7-ში უნდა გავიდეთ, თუ 8-ში?! თქვენ ამ საკითხში შეთანხმება რომ გინდოდეთ, როგორც კამერების წინ ამბობთ, დასხდებოდით მთავრობასთან წლების წინ, როცა სააკაშვილმა გასვლის თარიღი პირველად დაარღვია, და შეჯერდებოდით. თუმცა თქვენ სპექტაკლების დადგმა გჭირდებათ. უამრავჯერ დავდეთ ვიდეოები, ძველი სტატიები, რომ სააკაშვილი და მისი მთავრობა, თავიდან, 8 აგვისტოს დადიოდნენ. პოსტის ბოლოში იხილეთ ბმული, რომელზეც ნახავთ ამ მასალებს. მომიწევს ამ თემაზე უფრო ვრცლად დაწერა. მანამდე კითხვებს დავუსვამ წინა ხელისუფლების იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ისევ ხმაურობენ:
ამას თუ დავუმატებთ #1633 რეზოლუციას და ტალიავინის კომისიას, რომლებშიც ვერ (ვერ დაგაბრალებთ, რომ არ) დაიცავით ქვეყნის ინტერესები, ძალიან მუქ ფერებში ჩნდება ყველაფერი. ძალიან ბევრი დამთხვევა ხომ არაა? რასაც ყოველ 7 აგვისტოს აკეთებთ, იწყებთ რა თემის აჟიტირებას, ზუსტად ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში, რადგან საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ ვიცავთ ვერსიას - ომი დაიწყო რუსეთმა 7 აგვისტომდე. გაისადაც ატეხავთ აჟიოტაჟს და წლების შემდეგაც. სანამ თქვენ პოლიტიკაში ხართ, მავნებლობას არ შეეშვებით.
P.S. ტერიტორიების ომის გზით დაბრუნება კი არაა პრობლემა, არამედ როდის იწყებ, როგორ ემზადები, როგორ აწარმოებ, როგორ აფორმებ იურიდიულად და როგორ იცავ ქვეყნის ინტერესებს ომის შემდეგ“, - წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქზე.
https://www.facebook.com/salukvadzeamirani/posts/4696190323777324